ავტოსპორტი

22:57 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი იმოლას სპრინტის პოულზეა

ემილია-რომანის დიდი პრიზი, ამ სეზონის პირველი ეტაპია, რომლის პროგრამაშიც, საკვალიფიკაციო სპრინტ რბოლაა შეტანილი. შესაბამისად, დღეს სპრინტის კვალიფიკაცია ჩატარდა, რომელიც მაქს ფერსტაპენმა მოიგო. მის გამარჯვებაში წვლილი წვიმამ და ლანდო ნორისის ავარიამაც შეიტანეს.

ჩემპიონატის ლიდერი შარლ ლეკლერი ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა, ვინც გამარჯვებულს 0.779 წამით ჩამორჩა. მის თანაგუნდელმა კარლოს საინსმა რბოლის მესამე ნაწილში დრო ვერ დააფიქსირა, რადგან ავარია მოუვიდა და მე-10 შედეგს დასჯერდა.

ლუის ჰამილტონმა მესამე ნაწილში ვერ იასპარეზა და საბოლოოდ, მე-13 ადგილს დასჯერდა. რბოლა მეორე ნაწილში დაასრულა მისმა თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმაც, ვინც მე-11 ადგილზეა. ჰამილტონზე უკეთესი დროით დაასრულა რბოლა მიკ შუმახერმაც.

ემილია რომანიას დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'27.999
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.779
  3. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.132
  4. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.165
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.203
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.743
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1.809
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.440
  9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 3.063
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) -
  11. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'20.757
  12. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'20.916
  13. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'21.138
  14. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1'21.434
  15. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'28.119
  16. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'20.474
  17. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'20.732
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'21.971
  19. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'22.338
  20. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) -
0.151014