საფრანგეთის თასის ფინალს ქალი არბიტრი მოემსახურება. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ამრიგად, 7 მაისს, „სტად დე ფრანსზე“ „ნიცასა“ და „ნანტის“ შეხვედრას სტეფანი ფრაპარი განსჯის. აქამდე მამაკაცმა ფეხბურთში საფრანგეთის თასის ფინალი ქალს არასდროს უმსაჯია.
აქვე გეტყვით, რომ ფრაპარმა 2019 წელს, სტამბოლში, „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის ევროპის სუპერთასის მატჩი განსაჯა.