9 ივლისს საქართველოში, ბორჯღალოსნებისა და იტალიის ტესტ-მატჩს ახალ ზელანდიელი რეფერი ბრენდონ პიკერილი იმსაჯებს.
32 წლის რეფერი 2016 წლიდან ზე-რაგბის (Super Rugby) მსაჯია, ხოლო 2017 წლიდან ტესტ-მატჩებს მსაჯობს. 2019 წლის მსოფლიო თასზე ის ასისტენტად მუშაობდა. პიკერილს ბორჯღალოსნების შეხვედრა აქამდე არასდროს უმსაჯია. კიდეებიდან მას ინგლისელი ადამ ლეალი და უელსელი ადამ ჯონსი დაეხმარებიან.
მსოფლიო რაგბმა ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მსაჯები უკვე დაასახელა და მათ შორისაა ნიკა ამაშუკელი, რომელიც 2 ივლისს პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკისა და უელსის მატჩს განსჯის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი რეფერი ევროპის მიღმა, ტიერ1-ის გუნდების დაპირისპირებას იმსაჯებს.
„ქალთა და კაცთა მსოფლიო თასების წინ, ეს დანიშვნები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მსაჯები საერთაშორისო და საკლუბო ტურნირებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩნენ“ – ამბობს მსოფლიო რაგბის მსაჯთა დანიშვნების კომიტეტის თავმჯდომარე გრემ მური.
RUGBY.GE