საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურის მატჩში, „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ანჟე“ გაანადგურა (0:3). ერთი ბურთი კილიან მბაპემ გაიტანა.
შედეგად, მას პარიზული კლუბის მაისურით გატანილი 113 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუთანაბრდა.
ხსენებული ნიშნულის მისაღწევად მბაპეს 137 მატჩი დასჭირდა, შვედს - 122.
რეკორდსმენი კი ამ მხრივ, 138 გოლით ურუგვაელი ედინსონ კავანია.