ნიქოზიის „აპოელის“ თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას გამოჯანმრთელების პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და ქართველი ფეხბურთელი მომდევნო კვირიდან ვარჯიშს დაიწყებს.
კვიპროსული მედიის ცნობით, აღდგომის დღესასწაულის გამო „აპოელი“ 4 დღე დაისვენებს და საწვრთნელი პროცესი ამის შემდეგ განახლდება. სწორედ მაშინ არის მოსალოდნელი, რომ გიორგი გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
სავარაუდოდ, ქვილითაია ლარნაკას აეკ-თან 1 მაისს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობასაც მიიღებს.
28 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი აქვს ჩატარებული, მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.