ფეხბურთი

0:45 | 20.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგი" თასის ფინალში ვერ გავიდა, ჩაკვეტაძეს ისევ მცირე დრო დაუთმეს

„ჰამბურგი“ გერმანიის თასის ფინალს მიღმა დარჩა. ტიმ ვალტერის გუნდი ნახევარფინალში შინ „ფრაიბურგთან“ 1:3 დამარცხდა.

HSV-მ მეტოქეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწია, პირველივე ტაიმში 3 გოლი გაუშვა და ყველაფერი მაშინ გადაწყდა. მატჩის მიწურულს ჰამბურგელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა, ცხადია, მარცხს თავი ვერ აარიდეს. გიორგი ჩაკვეტაძემ ძალიან ცოტა დრო გაატარა მოედანზე - მხოლოდ ბოლო ხუთი წუთი. ზოგადად, ბოლო პერიოდში ქართველ ნახევარმცველს ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა, არადა, თავიდან ყველაფერი სხვაგვარად იყო და მოედანზეც გაცილებით მეტ დროს ატარებდა.

„ფრაიბურგი“ გერმანიის თასის ფინალში „ლაიფციგისა“ და „უნიონ ბერლინის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ "ფრაიბურგი" გერმანიის თასის ფინალში თავის ისტორიაში პირველად გავიდა.

0.111891