„ლივერპულის“ ფანებმა კრიშტიანუ რონალდუ გაამხნევეს. „წითლები“ პრემიერლიგის 30-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდნენ, მატჩის მეშვიდე წუთზე კი „ენფილდ როუდის“ პუბლიკამ რონალდუს ტაში დაუკრა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებდა, რადგან მას შვილი მშობიარობისას დაეღუპა. სწორედ ამიტომ, ლივერპულელებმა რონალდუს სოლიდარობის ნიშნად აპლოდისმენტები მიუძღვნეს.
გეტყვით, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა შავი სამკლაურებით ითამაშეს. უშუალოდ შეხვედრა კი იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით - 4:0 დასრულდა.