ფეხბურთი

19:53 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "ლივერპულთან" არ ითამაშებს

კრიშტიანუ რონალდუ „ლივერპულის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს. ინფორმაცია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

რონალდუს შვილი მშობიარობის დროს გარდაიცვალა, რის გამოც კლუბმა ფეხბურთელი დროებით გაათავისუფლა და დროის ოჯახთან ერთად გატარების შესაძლებლობა მისცა.

„ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ მომენტში კრიშტიანუ ახლობლებთან ერთად უნდა იყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერიც“ და „ლივერპულიც“ მოედანზე შავი სამკლაურებით გავლენ და „ენფილდზე“ შეკრებილი პუბლიკა თამაშის მეშვიდე წუთზე რონალდუს აპლოდისმენტებით გაამხნევებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114209