დღეს, 19 აპრილს, პრემიერლიგის 30-ე ტურის გადმოტანილ მატჩში, „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. მერსისაიდელი ქომაგები აპლოდისმენტებს მიუძღვნიან კრიშტიანუ რინალდუს, რომელსაც წუხელ ერთ-ერთი ახალშობილი ტყუპი დაეღუპა - გვამცნობს Daily Star.
გულშემატკივრები აქციას მატჩის მე-7 წუთზე გამართავენ, რადგან პორტუგალიელი დიდვარსკვლავი მე-7 ნომრით თამაშობს.
კრიშტიანუს მხარდასაჭერად ლივერპულელთა უამრავი გზავნილი ქვეყნდება სოციალურ ქსელებში. მთავარი სლოგანია: „როცა ადამიანს ტრაგედია შეემთხვევა, საკლუბო ფერები აღარ არსებობს.“
გამოცემა ასევე წერს, რომ თავად რონალდუ დღეს არ ითამაშებს.