ფეხბურთი

14:18 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ „აიაქსის“ მცველს უახლოეს დღეებში გაიფორმებს

„ბაიერნი“ უახლოეს დღეებში დაასრულებს ამსტერდამის „აიაქსის“ მცველის, ნუსაირ მაზრაუის კონტრაქტზე მუშაობას. მაროკოელი მიუნხენურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან გერმანელებმა უკვე მოილაპარაკეს, მართალია, ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება უახლოესი დღეების ამბავი ყოფილა.

მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში, 24 წლის მიზრაუიმ 33 მატჩი გამართა, ხუთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიზრაუი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია.

0.114623