ფეხბურთი

11:24 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მესის გარდა ყველა არგენტინელის გაყიდვას აპირებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „პარი სენ-ჟერმენი“ ყველა არგენტინელი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს, ლიონელ მესის გარდა - გვამცნობს L'Equipe.

წყაროს ცნობით, კლუბი ანხელ დი მარიას კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს, ლეანდრო პარედესით და მაურო იკარდით კი იტალიური სერია A-ს კლუბები დაინტერესებულან.

34 წლის დი მარია პსჟ-ში 2015 წლიდან თამამშობს. 27 წლის პერედესი პარიზულ კლუბში 2019 წლიდან ირჯება. ისევე, როგორც 29 წლის იკარდი.

0.117359