ფეხბურთი

22:42 | 17.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანი: "ლევანდოვსკის დრო სჭირდება, რომ "ბაიერნში" დარჩენა გადაწყვიტოს"

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პოლონელ ფეხბურთელთან კონტრაქტის განახლების შესახებ, რომელიც 2023 წელს იწურება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მის დარჩენაში დარწმუნებას დრო სჭირდება.

„საკმარისად შეშლილები არ ვართ საიმისოდ, რომ განვიხილოთ ფეხბურთელის გაშვება, რომელიც ყოველ სეზონში 30-40 გოლს იტანს. ის აუცილებლად დარჩება ჩვენთან კიდევ ერთი სეზონი.

დღეს და მომდევნო სეზონშიც მას ჩვენთან კონტრაქტი აქვს. მასთან კონტაქტი გვაქვს და გვინდა, რომ ჩვენთან, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. ეს ონლაინ თამაშ არ არის, ფეხბურთელები ზოგჯერ ფიქრობენ: „აქ ყველაფერი მოვიგე“. დრო სჭირდება მის დარწმუნებას, რომ „ბაიერნში“ დარჩეს“, - თქვა კანმა.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს და დღემდე 371 შეხვედრაში 341 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116396