სხვა

18:45 | 17.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანმა სან პაულუში ოქროს მედალი მოიპოვა

სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაში ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში ქართველი სპორტსმენი იტალიელ როსანა პასკულინეს შეხვდა და დიდი ანგარიშით 15:7 აჯობა. ნაბანდე ხეცურიანს რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის, ხოლო ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

ამავე ტურნირზე, ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალში იტალიელ ანდრეა მოგოსთან წააგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან ტურნირის პირველ დღეს ვერცხლის მოპოვება შეძლო.

გეტყვით, რომ საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები ასპარეზობას აგრძელებს. დღეს, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი პიერველი ადგილისთვის გუნდურ შეჯიბრში იბრძოლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11265