ფეხბურთი

22:23 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ „ნორვიჩთან“ გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა

პრემიერლიგის 33-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნორვიჩს“ 3:2 მოუგო. მანჩესტერელთა დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთ-თრიქი შეასრულა. მატჩის შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა:

„ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და პრემიერლიგაში სწორ გზაზე დავბრუნდით. ადრეც მითქვამს, ინდივიდუალურ წარმატებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ გუნდიც იგებს. მე-60 ჰეთ-თრიქი ჩემს კარიერაში (50-ე საკლუბო კარიერაში) ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მისი წყალობით სამი ქულა მოვიპოვეთ.

სამუშაო კარგად შევასრულეთ. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ. ასეა, ჩვენ არ ვნებდებით, ბოლომდე ვიბრძვით.“ - წერს კრიშტიანუ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112454