ფეხბურთი

17:05 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირლოს პორტუგალიური კლუბი იწვევს

ანდრეა პირლო შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს. როგორც პორტუგალიური მედია იტყობინება, 42 წლის სპეციალისტს „ბრაგა“ იწვევს.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელ მწვრთნელსა და პორტუგალიურ კლუბს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. „ბრაგას“ მიმდინარე სეზონის შემდეგ კარლოს კარვალალი დატოვებს და პირლოც მის შემცვლელად განიხილება.

ანდრეა პირლოს მწვრთნელად მხოლოდ ერთი წელი აქვს ნამუშევარი. 2020-2021 წლების სეზონში ის „იუვენტუსის“ თავკაცი იყო, რომელსაც იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა, თუმცა გასული წლის მაისში თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლეს.

0.120966