ფეხბურთი

15:53 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზინჩენკო: "მძულს რუსები, ვინც ჩუმადაა ამ სისასტიკეს მხარს უჭერს"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ოლექსანდრ ზინჩენკომ ომზე ისაუბრა. მან რუსი ფეხბურთელები გააკრიტიკა და თქვა, რომ დუმილით ისინი ომს მხარს უჭერენ.

„უფრო და უფრო მძულს ხალხი, ვინც ჩვენს მიწაზე შემოიჭრა. ამაზე საუბარს არ შევწყვეტ, რადგან სიმართლე მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს. ვინც დუმს, ამ სისასტიკეს მხარს უჭერს.

არავის უნდა უკრაინიდან წასვლა, კაცები საბრძოლველად წავიდნენ, იცავენ თავიანთ მიწებს და მათით ვამაყობ. არ შემიძლია ერთით წუთითაც არ ვიფიქრო, რაც ხდება. შვიდ კვირაზე მეტი გავიდა და ხედავთ, რომ ზოგიერთი ადამიანი იწყებს შეგუებას იმ სისასტიკესთან, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება. ჩვენ ყოველდღე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება.

რუსეთში მეგობრები მყავდა, მაგრამ ახლა თითქმის არავინ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ბიჭებმა, რომლებსაც ვიცნობ, ომის დაწყების შემდეგ დამირეკეს და მომწერეს: „მაპატიე ალექს, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ“. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ რაღაცის გაკეთება, თუ ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ იმას, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ისინი არაფერს ამბობენ“, - თქვა ზინჩენკომ.

0.12261