მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ „ნაპოლიში“ ტრანსფერიდან „რუბინი“ ფულს ვერ მიიღებს, ეს რუსული კლუბის გაქურდვა იქნება.
„თუ „რუბინი“ ხვიჩას „ნაპოლიში“ ტრანსფერიდან ვერაფერს მიიღებს, შეიძლება ითქვას, რომ ისინი გაძარცვეს. „ლოკომოტივმაც“ ვერაფერი გამოიმუშავა მისი წასვლით, არადა ის ძალიან ღირებული ფეხბურთელია.
ხვიჩა ათეულობით მილიონი ევრო ღირს. ის ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ მე მას მხოლოდ ოფიციალური განცხადების შემდეგ მივულოცავ ტრანსფერს, მანამდე, ეს ყველაფერი მხოლოდ საუბარია“, - თქვა სიომინმა.
შეგახსენებთ, რომ იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2018-2019 წლების სეზონში ავარჯიშებდა.