სხვა

11:11 | 16.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

სან-პაულოში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ეტლით-ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანმა მეორე მედალი მოიპოვა.

რაპირით ფარიკაობაში ფინალი მან ტაილანდელ იანა სუზანთან დათმო, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი აიღო.

შეგახსენებთ, რომ ხეცურიანი და თიბილაშვილი ამავე ტურნირის ბრინჯაოს მედლების მფლობელებიც გახდნენ. საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები გუნდი აგრძელებს ტურნირზე ასპარეზობას. დღეს, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი ხმალში იასპარეზებენ.

0.117052