სხვა

22:12 | 15.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარინა საფინას და ლუკა ბერულავას ოქროს მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე!

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში და ოქროს მედალი ქართველმა მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ მოიპოვეს!

ქართველები მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდნენ და თავისუფალ პროგრამაშიც დიდებულად გამოვიდნენ, რომელშიც მათ ტექნიკური ელემენტებისთვის 59.40 ქულა, ხოლო პრეზენტაციისთვის 60.95 ქულა ერგოთ, ჯამში კი 120.35 ქულა დააგროვეს. ამას მოკლე პროგრამის შედეგი დაემატა და საბოლოოდ, 188.12 ქულით ოქროს მედლები მოიპოვეს.

მეორე ადგილზე ავსტრალიური დუეტი გავიდა ანასტასია გოლუბევასა და ექტორ მურის შემადგენლობით (169.91 ქულა), ხოლო მესამეზე კანადელები, ბრუკ მაკინტოში და ბენჟამინ მიმარი (156.80 ქულა).

აღსანიშნავია, რომ საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი ისტორიაში პირველად მოიპოვა.

0.117718