ფეხბურთი

16:13 | 15.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" ბაჰრეინული კომპანია შეიძენს

იტალიურ „მილანს“ უახლოეს მომავალში ახალი მფლობელი ეყოლება. Reuters-ისა და Equipe-ს ცნობით, ბაჰრეინული კომპანია Investcorp-ი „როსონერის“ ახალი მფლობელი იქნება.

ელიოტების კომპანიასთან, რომელიც ამჟამად „მილანს“ ფლობს, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და წყაროს თანახმად, სულ მალე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

უცნობია გარიგების დეტალები და იმ თანხის ოდენის შესახებ, რომელსაც ბაჰრეინული კომპანია „მილანის“ შესაძენად გაიღებს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც „მილანი“ სილვიო ბერლუსკონიმ დატოვა, მფლობელი ორჯერ შეიცვალა და Investcorp-ი მისი მესამე მფლობელი იქნება პოსტბერლუსკონის პერიოდის შემდეგ.

თეგებიმილანი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115348