სხვა

23:38 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარინა საფინას და ლუკა ბერულავას ლიდერის პოზიცია თავისუფალი პროგრამის შემდეგ

სპორტული წყვილების მოკლე პროგრამებით დასრულდა ტალინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში.

თავისუფალი პროგრამის წინ 67.77 ქულით ლიდერობენ ქართველი სპორტსმენები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, რომლებიც რეალურ შანსებს ინარჩუნებენ მსოფლიო ჩემპიონების ტიტულის მოსაპოვებლად.

საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა თავის სადებიუტო გამოსვლაზე ვაჟთა კატეგორიაში ქართველმა მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც 33 მოციგურავიდან იმ 24 სპორტსმენს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მოიპოვეს თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება.

15 აპრილს, ჩემპიონატის მეორე დღეს, პირველი სასტარტო ნომრით იასპარეზებს მოცეკვავე წყვილი იულია ლებედევა-ბითაძე და დიმიტრი პარხომენკო, აგრეთვე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდება სპორტულ წყვილებში, სადაც კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მე-10 ნომრად იასპარეზებენ.

0.120635