14 აპრილის გამთენიისას, მადრიდის „რეალისა“და კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 55 წლის ფრედი რინკონი, ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა - გვამცნობს ESPN.
ინციდენტი 11 აპრილს მოხდა კალიში (კოლუმბია). ფეხბურთელმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსს შეეჯახა. ფრედი რეანიმაციაში მოხვდა, სადაც ექიმები ბოლო წუთამდე ცდილობდნენ მის გადარჩენას.
ავტობუსის მძღოლი და მგზავრები აგრეთვე წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ საბედნიეროდ მათი დაზიანებები ნაკლებ სახიფათო აღმოჩნდა.
რინკონი „რეალის“ ღირსებას 1995-96 წლებში იცავდა. კარიერის განმავლობაში ის ასევე „ნაპოლიში,“ კოლუმბიურ და ბრაზილიურ კლუბებში თამაშობდა. კოლუმბიის ნაკრების ღირსებას კი 1990-2001წლების განმავლობაში იცავდა. სამი მსოფლიო ჩემპიონატის (1990, 94, 98) მონაწილე გახლდათ.