ფეხბურთი

9:56 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ემერი თასების მეფეა“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნალისტებს „ვილიარეალის“ შესახებ ესაუბრა, რომელსაც მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდებიან.

„ახლა რომ „ვილიარეალზე“ სერიოზულად მესაუბრა, უცნაური იქნებოდა. ვნახე მათი მატჩები და შესანიშნავად თამაშობენ. მათი მწვრთნელი უნაი ემერი კი თასების მეფეა, დაუჯერებელია რასაც ის აკეთებს.

მომეცით ცოტა დრო, ყველაფერს გავაანალიზებ და მაშინ უფრო კონკრეტული ვიქნები.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეოთხედფინალში „ლივერპულმა“ „ბენფიკას“ აჯობა, „ვილიარეალმა“ კი „ბაიერნს.“

ნახევარფინალური მატჩები 27 აპრილს და 3 მაისს გაიმართება.

0.122661