სხვა

3:22 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ელისონ ფელიქსი თავის ბოლო სეზონს იწყებს

შვიდი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ამერიკელი სპრინტერი ელისონ ფელიქსი ამბობს, რომ მიმდინარე წელს თავის სპორტულ კარიერაში ბოლო სეზონს ჩაატარებს. ტოკიოს ზაფხულის თამაშები, რომელიც შარშან გაიმართა, მისთვის მეხუთე ოლიმპიადა იყო.

ტოკიოში მან 400 მეტრზე სპრინტში ბრინჯაოს მედალი აიღო, 4x400 მეტრზე ესტაფეტაში კი ჩემპიონი გახდა. იქვე მან განაცხადა, რომ მეტჯერ ოლიმპიადებზე გამოსვლას აღარ აპირებს. ამჯერად კი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ, სპორტს დაემშვიდობება.

„ამ სეზონში დროებს ყურადღებას არ მივაქცევ, ამჯერად მხოლოდ სიამოვნებისთვის ვიასპარეზებ. თუ ამ სეზონში სარბენ ბილიკზე მიხილავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ემოციები გაგიზიაროთ და ჩემი მადლიერება გამოვხატო“, - ამბობს 36 წლის ფელიქსი.

მსოფლიოს 13-გზის ჩემპიონმა, 2018 წელს საკეისრო კვეთით იმშობიარა და დოდონა - კარმინი გააჩინა, რის შემდეგაც, მშრომელი დედების ადვოკატი გახდა. ის იმ ქალების უფლებებს იცავს, ვინც შვილის გაჩენის შემდეგაც აგრძელებს მუშაობას.

„ნიუ იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მშობიარობის შემდეგ სპონსორები, მათ შორის „ნაიკი“, მისთის ანაზღაურების შეკვეცას აპირებდნენ. მაგრამ ფელიქსმა იბრძოლა და საკუთარი უფლებები დაიცვა. შემდეგ კი არაერთხელ დაამტკიცა, რომ ხელფასის შეკვეცას არ იმსახურებდა.

„ამ სეზონში მე ქალებისთვის ვიასპარეზებ. მე ჩემი გოგონას უკეთესი მომავლისთვის ვირბენ“, - დასძენს ფელიქსი.

0.116149