ფეხბურთი

18:59 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მირჩა ლუჩესკუ: "მადლობა მათ, ვინც სტადიონზე მოვიდა და უკრაინის ომი გააპროტესტა"

კიევის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ "ლეგიასთან" ამხანაგურ თამაშზე კომენტარი გააკეთა, რომელიც უკრაინულმა გუნდმა 3:1 მოიგო.

"ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი მშვიდობისთვის. ატმოსფეროც გასაოცარი გახლდათ. მადლობელი ვარ მათი, ვინც სტადიონზე მოვიდა და უკრაინის ომი გააპროტესტა.

ამავდროულად, მაყურებელს შეეძლო ენახა ორი ძალიან კარგი გუნდის მიერ შესრულებული სოლიდური თამაში. ჩვენთვის ეს იყო პირველი მატჩი ორი თვის განმავლობაში.

თამაშში დაბრუნება ადვილი არ იყო, მაგრამ დავინახე, რომ ამ საღამოს ფეხბურთელებს სურდათ გულშემატკივრებისთვის სიხარული მოეტანა. ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა შეხვედრის ხარისხმა“, - განაცხადა ლუჩესკუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135594