ფეხბურთი

1:11 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" მერე "ბაიერნიც": "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

„ვილიარეალი“ ზღაპრული ისტორიის წერას აგრძელებს. უნაი ემერის გუნდმა „იუვენტუსს“ მიუნხენის „ბაიერნიც“ მიაყოლა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია!

წილისყრის შემდეგ „რეკორდმაისტერი“ გამოკვეთილ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ პირველ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ესპანური კლუბი ადვილად არაფერს დათმობდა და შინ დამსახურებულად მოიგო (1:0), შეეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც გამარჯვება, თუმცა ესეც საკმარისი გამოდგა. „ალიანს არენაზე“ „ვილიარეალმა“ ერთადერთი შეცდომა დაუშვა და გოლიც გაუშვა, მაგრამ ერთადერთი შანსი გამოიყენა და გაიტანა.

„ბაიერნი“ 52-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დააწინაურა და თითქოს „ალიანს არენას“ პუბლიკამ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ ესპანელები აგრძელებდნენ თავის შესანიშნავად დაცვას და მატჩიც დამატებითი დროისკენ მიჰყავდათ, თუმცა, ისე როგორც ტურინში, ახლაც ესპანელებმა მატჩის მიწურულს ბოძებული შანსი იდეალურად გამოიყენეს. ჟერარდ მორენოს პასით სამუელ ჩუკვუეზემ გაათანაბრა და „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო.

ასე რომ, „ვილიარეალი“, რომელმაც გასულ სეზონში ევროპა ლიგა მოიგო, ფინალში „მანჩესტერს“ აჯობა, მიმდინარე სეზონში კი კიდევ ორი ევროპული გრანდი ჩამოიცილა გზიდან - „ბაიერნი“ და მანამდე „იუვენტუსი“.

ისიც ვთქვათ, რომ „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. პირველად ეს 2005-2006 წლების სეზონში მოხდა, როდესაც „არსენალთან“ დაძაბულ ბრძოლაში წააგო (0:1, 0:0). "ყვითელ სუმბარინას" ამჯერად ნახევარფინალში "ლივერპულისა" და "ბენფიკას" წყვილში გამარჯვებული დაუპირისპირდება.

„ბაიერნი“ – „ვილიარეალი“ 1:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 1:2

მიუნხენი, „ალიანც არენა“

„ბაიერნი“ (3-4-2-1): ნოიერი; პავარი, უპამეკანო, ერნანდესი (დევისი 87); სანე, კიმიხი, გორეტცკა, კომანი; მუსიალა (გნაბრი 82), მიულერი (ჩუპო-მოტინგი 90); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„ვილიარეალი“ (4-3-3): რული; ფოიტი, ალბიოლი, ტორესი, ესტუპინიანი; პარეხო (ორიე 90), კაპო, კოკელნი (ჩუკვუეზე 84); ჟ. მორენო, დანჯუმა (პედრასა 84), ლო ჩელსო

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (52), 1:1 ჩუკვუეზე (88)

გაფრთხილება: ლევანდოვსკი (33) - ფოიტი (59), ლო ჩელსო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 24 (4) – 4 (1) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 6:0 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123468