ფეხბურთი

17:46 | 12.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო 10 წელში საუკეთესო შედეგი: მამარდაშვილს კანისარესის რეკორდამდე ცოტა დააკლდა

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია და როგორც Eldesmarque წერს, 23 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში „ბეტისთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

როგორც გაირკვა, მამარდაშვილს ბოლო 10 წლის განმავლობაში „ვალენსიას“ მეკარეებს შორის ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია ჰქონდა - 560 წუთი. ბოლოს მასზე უკეთესი შედეგი 2012 წელს ვისენტე გუაიტამ აჩვენა, რომელმაც 2012 წელს 643 წუთის განმავლობაში არ გაუშვა გოლი.

აღსანიშნავია, რომ გიორგის „ვალენსიას“ ყველა დროის რეკორდის მოხსნამდე მხოლოდ 109 წუთი დააკლდა. 2003-2004 წლების სეზონში სანტიაგო კანისარესმა საკუთარი კარი მშრალად მიჯრით 676 წუთით შეინახა და ეს „ღამურების“ ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ესპანური გამოცემა სტატისტიკას იშველიებს იმის გასამყარებლად, რომ თასის ფინალში მამარდაშვილმა უნდა ითამაშოს:

მამარდაშვილის 16 მატჩი სეზონში - 8 მშრალი კარი.

22 თამაში მამარდაშვილის გარეშე სეზონში - 5 მშრალი კარი.

მამარდაშვილი

მატჩები: 16

მოგება: 6

ფრე: 6

წაგება: 4

გაშვებული გოლი: 15 (0,93 თამაშში)

მშრალი კარი: 8

სილესენი

მატჩები: 14 + 18 წუთი „სევილიასთან“

მოგება: 4

ფრე: 7

წაგება: 4

გაშვებული გოლი: 25 (1,66 თამაშში)

მშრალი კარი: 3

ხაუმე

მატჩები: 7 + 72 წუთი „სევილიასთან“

მოგება: 6 (5 თასში)

ფრე: 1

წაგება: 1

გაშვებული გოლი: 7 (0,9 თამაშში)

მშრალი კარი: 2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111153