იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვისაც ქართველ ფეხბურთელში ეჭვი ეპარება, მათ მისი თამაში ნანახი არ აქვთ.
პედულამ თქვა, რომ თანამედროვე სატრანსფერო რეალობაში დუშან ვლაჰოვიჩი 75 მილიონი ევრო ღირს, ხოლო „ნაპოლი“ შესანიშნავ ფეხბურთელს მხოლოდ 10 მილიონ ევროდ ყიდულობს.
„კვარაცხელია არაჩვეულებრივი შენაძენია. მანამდე უნდა ვილაპარაკოთ და არა შემდეგ. ვინც მას ეჭვის თვალით უყურებს, არ უნახავთ მისი ზედიზედ ორი თამაში. ეს არის ძლიერი ბიჭი, აფეთქებისთვის მზადაა.
ჩემთვის ის არის ინსინიეს ნამდვილი მემკვიდრე. დღეს ვლაჰოვიჩში 75 მილიონი ევრო იხარჯება, „ნაპოლი“ კი მზა ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს იხდის და ბიჭს წელიწადში მხოლოდ მილიონ ევროს აძლევს. ფიზიკურად ფეთქებადია და უზარმაზარ ტექნიკურ არსენალს ფლობს. ჩემთვის შესანიშნავი შენაძენია“, - თქვა პედულამ.