„პარი სენ ჟერმენის“ მცველი სერხიო რამოსი ფეხბურთის თამაშს კიდევ 4-5 წლის განმავლობაში აპირებს. როგორც ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, სანამ მისი სხეული სათამაშოდ მზადაა, კარიერას არ დაასრულებს.
„ოთხი-ხუთი წელი მაღალ დონეზე კიდევ ვითამაშებ, შემდეგ კი ახალი გამოცდილების დრო დადგება. პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ ვეცდებით, რომ ის კიდევ ერთი წლით გავაგრძელოთ. შემდეგ ვნახოთ. სანამ სხეული უძლებს, გონება აგრძელებს ფეხბურთზე ფოკუსირებას“, - თქვა რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი პსჟ-ს გასულ ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.