ფეხბურთი

14:40 | 11.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" პრეზიდენტი: "მიულერი ჩვენთან კარიერის ბოლომდე დარჩება"

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ თომას მიულერი კლუბში კარიერის ბოლომდე დარჩება.

„დარწმუნებული ვარ, მიულერი კარიერას „ბაიერნში“ დაასრულებს. თომას სწორედ ამ კლუბის ნაწილია“, - თქვა ჰაინერმა.

შეგახსენებთ, რომ მიულერს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა მხარეებს მის განახლებაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაუწყიათ.

0.114055