ფეხბურთი

20:10 | 10.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილმა "ვისლაში" სადებიუტო მატჩში საგოლე პასი გააკეთა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში კრაკოვის „ვისლამ“ „გურნიკი“ 4:1 დაამარცხა და გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა, რომელმაც საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, იმ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო, ხოლო 67-ე წუთზე გიორგის პასით სტეფან სავიჩმა შორი მანძილიდან გაიტანა და თავისიანები დააწინაურა. წიტაიშვილმა მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, მეტოქის ნახევარდაცვის ხაზი გაჭრა და გოლში მცირე წვლილი ნამდვილად არ მიუძღვის.

აქვე გეტყვით, რომ წიტაიშვილი „ვისლას“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და პოლონურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. კრაკოველები 28 ქულით მე-16 ადგილზე, გასავარდნ ზონაში არიან და მომდევნო ტურში 18 აპრილს, „სლასკს“ დაუპირისპირდებიან.

0.119513