უკრაინაში ომის დაწყებიდან დონეცკის „შახტარმა“ პირველი თამაში ჩაატარა. ეს ათენში მოხდა, სადაც უკრაინული კლუბი პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ამხანაგურად გაეჯიბრა.
მატჩის ორგანიზების მიზეზი სამყაროსთვის მშვიდობის გზავნილის გაგზავნა იყო და ეს გახლდათ ერთ-ერთი მატჩი იმ ოთხიდან, რომელსაც „შახტარი“ ევროპის მასშტაბით გამართავს, რათა ფინანსური სახსრები შეაგროვოს უკრაინაში დაზარალებული ოჯახებისთვის.
„ჩვენ გვინდა ფეხბურთი გამოვიყენოთ, როგორც მშვიდობის ინსტრუმენტი. საჭიროა ბოლო მოეღოს ამ სიგიჟეს და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“, - ნათქვამია ორივე კლუბის განცხადებაში.
„შახტარი“ მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდა, რომელზეც ფეხბურთელების გვარების ნაცვლად უკრაინის დაზარალებული ქალაქების სახელები ეწერა: მარიუპოლი, ბუჩა, ირპინი, ჩერნოჰოვი, ხარკოვი, ჰოსტომელი, ხერსონი, ვონოვაჰა, მიკოლაივი და სხვა.
გარდა ამისა, სტადიონის ტრიბუნებზე სათამაშოები ეწყო, უკრაინაში გარდაცვლილი ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად.