ვარშავის „ლეგიას“ ფანებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „ჩამოახრჩვეს“.
ვარშავული კლუბის ფანებმა პოზნანის „ლეხთან“ საგარეო მატჩში ტრიბუნებზე პუტინის ბანერი გამოფინეს, რომელშიც მას ყელზე მარყუჟი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ პუტინი „ლეგიას“ ქომაგებმა მოსკოვის „სპარტაკის“ მაისურში გამოაწყვეს და ამასაც ჰქონდა სიმბოლური დატვირთა - „ლეხის“ ფანებს „სპარტაკის“ ფანებთან უკანასკნელ ხანებში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, პოზნანელთა რიგებში 79-ე წუთიდან ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა.