შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ ინგლისური ჩემპიონშიფის 41-ე ტურში სტუმრად „მიდლსბრო“ დაამარცხა კინ ლუის-პოტერის ერთადერთი გოლით - 0:1. ეს პოტერსითვის წლევანდელი სეზონის მე-10 გოლი გახლდათ.
საინტერსოა, რომ „ვეფხვებმა“ „მიდლსბროს“ ლიგაში 36 წლის განმავლობაში პირველად მოუგეს. „ჰალს“ ტინსაიდზე 1986 წლის მარტის შემდეგ აღარ გაემარჯვა.
საინტერესოა, რომ შოთას გუნდს ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში აღარ წაუგია.
41 მატჩის შემდეგ, 44 ქულით „ჰალი“ მე-20 ადგილზეა.