ფეხბურთი

18:30 | 9.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ „აუგსბურგი“ ლევანდოვსკის გვიანი პენალტით დაამარცხა

დღეს, 9 აპრილს, ბუნდესლიგის 29-ე ტურში „ბაიერნმა“ „აუგსბურგს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე პენალტით გაიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ.

ახლა „ბაიერნს“ 69 ქულა მოუგროვდა და კვლავ ერთპირონვულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. ცხრა პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ დორტმუნდის „ბორუსიას.“

0.11445