ფეხბურთი

10:29 | 9.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "რონალდუმ ბენზემას მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ მასთან ერთად თამაშობდა"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ლონდონის „ჩელსისთან“ ჰეთ-თრიქის შემდეგ ქარიმ ბენზემაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კრიშტიანუ რონალდუ მადლობელი უნდა იყოს, რომ წლების განმავლობაში ბენზემასთან ერთად თამაშობდა.

„რონალდუმ ყოველდღე უნდა ილოცოს ბენზემასთვის და მადლობა გადაუხადოს მასთან ერთად თამაშისთვის. ეს არ არის პირიქით, კრიშტიანუმ ბენზემას პატივი უნდა მიაგოს. ბენზემა არის ლიდერი ცენტრფორვარდი, რომელსაც ზიდანის ფეხები აქვს“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ქარიმ ბენზემა „რეალში“ თანაგუნდელები 2009-2018 წლებში იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116376