ჩოგბურთი

18:04 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები მეოთხედფინალში

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მე-2 მატჩიც მოიგო.

მე-2 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელი კამილა ბოლატოვა 6:0, 6:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბელარუს პოლინა პეხოვას გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა მე-7 რეიტინგის მქონე უზბეკ ალბინა ხაბიბულინას 6:4, 6:3 სძლია.

შიმკენტის ვაჟთა ტურნირზე ალექსანდრე მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ტიმურ რაზმაიტოვს 6:2, 1:6, 7:5 მოუგო და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ფრანგ მე-6 განთესვით მოასპარეზე ფრანგ მაქსიმ ჰამუს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება გიორგი ცივაძეს, მან მე-7 ნომრად განთესილ უკრაინელ ვლადისლავ მანაფოვთან 1:6, 4:6 წააგო.

წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და ბულგარელმა ალექსანდერ ლაზოვმა მე-2 ნომრად განთესილი ყაზახები – ხაბიბულინი და იევსეევი 6:7 (4:7), 7:5, 10:4 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი გერმანელებს – რეიხელტს და შუტს (მე-4 განთესვა) ეთამაშებიან.

ცნობისთვის, გერმანულმა წყვილმა პირველ რაუნდში ცივაძის და რუსი ალექსანდერ იარკოვის დუეტს 6:2, 6:2 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113846