„იუვენტუსი“ „სასუოლოს“ თავდამსხმელით, ჯაკომო რასპადორით დაინტერესდა - გვამცნობს Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი, ჯოვანი ალბანეზე.
წყაროს ინფორმაციით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ 22 წლის იტალიელის წარმომადგენლებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მისით შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებენ.
მიმდინარე სეზონში „სასუოლოს“ მაისურით რასპადორიმ 31 მატჩში 9 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.