ფეხბურთი

12:25 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „სიტისთან“ გამარჯვება ჩემპიონობას არ ნიშნავს“

„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„თუ „სიტის“ მოვუგებთ, რაც ძალიან რთული იქნება, მგონი არავინ იფიქრებს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა დამთავრდა. ყველამ იცის რაოდენ მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, თუმცა შემდეგ კიდევ გვიწევს თამაშები, მათ შორის, პრემიერლიგაშიც,“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Reuters.

პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩი „მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპული,“ კვირას, 10 აპრილს გაიმართება მანჩესტერის „ეტიჰადის“ სტადიონზე და თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

„სიტი“ 73 ქულით ლიდერობს გათამაშების ცხრილს, „ლივერპულს“ ქულით ნაკლები აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111892