„ნიუკასლ იუნაიტედი“ „ლივერპულის“ ბელგიელი შემტევით, დივოკ ორიჯით დაინტერესდა - გვამცნობს Calciomercato.
წყაროს ინფორმაციით, ინგლისური კლუბის მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ ბელგიელის წარმომადგენლებს. „კაჭკაჭებს“ იტალიურ „მილანთან“ მოუწევთ კონკურირება, რადგან „როსონერისაც“ დაუდგამს თვალი ამ ფეხბურთელისთვის.
ორიჯის პრემიერლიგის და ბუნდესლიგის გუნდებიც ეპატიჟებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით მან „მილანი“ არჩია.
ორიჯი „ლივერპულში“ 2014 წელს ფრანგული „ლილიდან“ გადავიდა.