ფეხბურთი

2:21 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხი "ვილიარეალთან" მატჩზე: "მაინც კარგია, რომ მხოლოდ 0:1 წავაგეთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა „ვილიარეალთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი ფეხბურთელის თქმით, კარგია, რომ უფრო დიდი სხვაობით არ წააგეს, რადგან ძალიან ცუდად ითამაშეს.

„პირველ ტაიმში თამაშში საერთოდ ვერ შევედით. შესვენების შემდეგ მათ კიდევ უფრო მეტი მომენტი შექმნეს და ვერაფერს ვაკონტროლებდით. გულახდილები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ მაინც კარგია, აქედან მხოლოდ 0:1 წაგებით რომ მივდივართ“, - თქვა კიმიხმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 25-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. „რეკორდმაისტერი“ 2017 წლის სექტემბერში „პარი სენ ჟერმენთან“ 0:3 დამარცხდა, რომელსაც უნაი ემერი წვრთნიდა და ახლა გერმანული გუნდის ძლევა ისევ ესპანელმა სპეციალისტმა მოახერხა. „ბაიერნისა“ და „ვილიარეალის“ საპასუხო მატჩი 12 აპრილს, მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121252