ფეხბურთი

18:16 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "მბაპე და დე იონგი "ბაიერნის" ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატებიან"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კილიან მბაპესა და ფრენკი დე იონგის ტრანსფერები გამორიცხა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მას ორივე მოსწონს, მაგრამ კლუბის ეკონომიკურ გეგმას არ შეესაბამებიან.

„მბაპე ყველა გუნდისთვის საჭირო თავდამსხმელია, ასევე ვფიქრობ, რომ ფრენკი დე იონგი შესანიშნავი ფეხბურთელია. თუმცა, ისინი ორივე ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატებიან“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას, ხოლო დე იონგის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია ბოლო დროს ხშირად ვრცელდება.

0.117151