„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ, რომელიც ამ ზაფხულს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, გაარკვია თუ რომელ კლუბებში სურს თამაში - გვამცნობს ტვიტერში ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
წყაროს ინფორმაციით, 28 წლის არგენტინელი ორ კლუბს, მილანის „ინტერსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის აირჩევს. დიბალას წარმომადგენლები ორივე კლუბის ხელმძღვანელებს ვიდეოკავშირის საშუალებით ესაუბრნენ.
დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს.