ფეხბურთი

11:53 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ბენფიკასთან“ ჟინი და ხასიათი უნდა გამოვავლინოთ“

„ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ახლა ფორმის პიკზე ვართ. ნებისმიერ მატჩისას გეგმა კიდევ უფრო მომატებაა. შესაძლოა, „ბენფიკა“ პორტუგალიის ჩემპიონატში დღეს ჩვეულ ადგილზე არ არის, მაგრამ მაინც ძალიან რთული მოწინააღმდეგეა.

ეთი შეცდომა და ყველაფერი წყალში შეიძლება ჩაიყაროს. მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის, ყველაფრისთვის მზად ვართ. „ლივერპულმა“ ჟინი და ხასიათი უნდა გამოავლინოს. მინდა, ჩემმა ფეხბურთელებმა სწორად აღიქვან რაც მინდორზე მოხდება.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

„ბენფიკა“ – „ლივერპულის“ მატჩი დღეს, 5 აპრილს გაიმართბა ლისაბონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.146805