ტურინის „იუვენტუსს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი გამოაკლდა. 24 წლის ფეხბურთელი მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ შეხვედრაში დაშავდა და ერთი თვე ვერ ითამაშებს.
ლოკატელიმ ტრავმა „დიდი იტალიური დერბის“ პირველივე ტაიმში მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. სამედიცინო გამოკვლევამ მუხლის დაზიანება აჩვენა და როგორც ტურინელთა ვებგვერდი წერს, ის მინიმუმ 4 კვირა იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიელი „იუვეს“ მხოლოდ სეზონის ბოლო ნაწილში დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში მანუელ ლოკატელიმ ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.