უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „უიპეშტმა“ „მტკ ბუდაპეშტი“ 2:0 დაამარცხა და ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა 83 წუთი ითამაშა, თავი კი 82-ე წუთზე გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ზივზივაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან უზუსტესი დარტყმით გაიტანა და ნამდვილად ლამაზი გოლი გამოუვიდა. ამ შეხვედრაში გიორგი ბერიძე მოედანზე 62 წუთის განმავლობაში იყო.
ბუდუ ზივზივაძემ „უიპეშტის“ მაისურით 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მისი გუნდი 33 ქულით მეშვიდე ადგილზეა.