ფეხბურთი

1:09 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ რთულად, მაგრამ მაინც იგებს და ისევ დამაჯერებლად ლიდერობს

„რეალმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ერთპიროვნულად აგრძელებს ლიდერობას, თუმცა ვიგოელბთან მატჩი იოლი სულაც არ ყოფილა.

მსაჯმა, პაბლო გონსალეს ფუერტესმა, მასპინძელთა კარში სამი პენალტი დანიშნა, ორი კარიმ ბენზემამ გაიტანა, ერთი კი მეკარე მატიას დიტურომ აუღო.

კოვიდადებითი მთავარი მწვთნელის, კარლო ანჩელოტის გარეშე, „რეალი“ ცოტა არეული ჩანდა. თითქოს თავდაჯერება აკლიათო.

მასპინძლებიც ცდილობდნენ, მაგრამ ტიბო კურტუა თითქოს შეუვალი იყო. ტაიმის ბოლოს მაინც გაუტანეს, ტიაგო გალიარდომ იყოჩღა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობის მიზეზით არ ჩათვალა.

შესვენების შემდეგ ვიგოელებმა ისევ იძალეს და მაინც გაათანაბრეს ანგარიში. თავი ნოლიტომ გამოჩინა.

„სელტა“ კი უტევდა, მაგრამ დაცვაში უხეშ შეცდომებს უშვებდნენ, რამაც კიდევ ორ თერთმეტმეტრიანამდე მიიყვანა ისინი. ერთი ბენზემას მეკარემ აუღო, მეორე კი ფრანგმა ზუსტად დაარტყა.

დღის გვიან მატჩში „ატლეტიკო“ „ალავესს“ გაუსწორდა - 4:1. დუბლი მიითვალეს ჟოაუ ფელიშმა და ლუის სუარესმა. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელი შეცვლაზე შევიდა და მხოლოდ ნახევარ საათს ითამაშა.

„ატლეტიკომ“ 57 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე დგას. ამდენივე ქულა აქვს მეორე საფეხურზე მყოფ „სევილიასაც,“ ოღონდ თამაშით ნაკლები.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

30-ე ტური. 2 აპრილი

სელტა - რეალი 1:2

ვიგო. „ბალაიდოსი“

0:1 ბენზემა (19 პენ), 1:1 ნოლიტო (52), 1:2 ბენზემა (69 პენ)

64-ე წუთზე ბენზემამ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

სელტა: დიტურო, გალანი, მურილიო, აიდუ, ვასკესი, ბელტრანი (ტაპია 72), ნოლიტო (მინა 72), დენის სუარესი, მენდესი (პინედა 81), გალიარდო (სერვი 60), ასპასი

მწვრთნელი: ედუარდო კოუდეტი

რეალი: კურტუა, მენდი, ალაბა, მილიტაო (ნაჩო 85), ვასკესი (კარვახალი 61), კროოსი (სებალიოსი 85), კაზემირო, მოდრიჩი (ვალვერდე 74), ვინისიუსი, ასენსიო (როდრიგო 61), ბენზემა

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: პაბლო გონსალეს ფუერტესი

გაფრთხილება: გალანი (36), გალიარდო (40), მურილიო (57)

ატლეტიკო - ალავესი 4:1

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

1:0 ფელიში (11), 1:1 ესკალანტე (63), 2:1 ლუის სუარესი (75 პენ), 3:1 ფელიში (82), 4:1 ლუის სუარესი (90)

ატლეტიკო: ობლაკი, მანდავა, ხიმენესი (ფელიპე 87), სავიჩი, ლოდი (დე პაული 46), ლემარი (კარასკო 46), კონდოგბია, ლორენტე (კუნია 73), ვრსალკო, გრიზმანი (ლუის სუარესი 81), ფელიში

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ალავესი: პაჩეკო, დუარტე (ნავარო 46), ლეჟენი, ლაგუარდია, ტენალია, პინა (პელისტრი 78), პონსი (ვალიეხო 46), ესკალანტე, რიოხა (დე ლა ფუენტე 86), ხოსელუ, მენდესი (ლუმი 78)

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: ლორენტე (72)

ხეტაფე - მალიორკა 1:0

1:0 მაიორალი (82)

65-ე წუთზე უნალმა (ხეტაფე) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაძევება: რუსო (63) - მალიორკა

ლევანტე - ვილიარეალი 2:0

1:0, 2:0 მორალესი (69, 90+1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111023