ჩოგბურთი

19:24 | 1.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰურკაჩმა მედვედევი დაამარცხა და მას რეიტინგის სათავეში დაბრუნების საშუალება არ მისცა

დანიილ მედვედევის იმედი, ამ კვირის ბოლოს გამხდარიყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პოლონელმა ჰუბერტ ჰურკაჩმა გადახაზა. მან მაიამის ღია პირველობის მეოთხედფინალში, რუსი 7-6(7), 6-3 დაამარცხა.

ჰურკაჩი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. მან პირველი სამი გეიმი მოიგო, მეშვიდე გეიმში კი მეტოქეს ორი ბრეიკ პოინტი გაუბათილა. რუსს განსაკუთრებით საკუთარ მოწოდებაზე თამაში უჭირდა. პირველ სეტში, მან ოთხჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. თუმცა საქმე ტაიბრეიკამდე მაინც მიიყვანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მერვე გეიმში ორი სეტ პოინტი მოიგერია. მომდევნოში კი ბრეიკს მიაღწია.

ტაიბრეიკზე მსოფლიოს მეათე ჩოგანმა უკეთ ითამაშა და სეტიც მის სასარგებლოდ დასრულდა. მეორე სეტში ერთხანს თანაბარი თამაში გაჩაღდა, მაგრამ მეხუთე გეიმში ჰურკაჩმა ბრეიკს მაინც მიაღწია.

ამის შემდეგ, სიცხით გათანგულმა მედვედევმა ფიზიოლოგის დახმარება მოითხოვა. მომდევნო გეიმში მან გაბრძოლება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ჯავრი ჩოგანზე იყარა.

მედვედევს ნახევარფინალში გასვლაც ჰყოფნდა იმისთვის, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი ნოვაკ ჯოკოვიჩისგან დაებრუნებინა. ეს სტატუსი მან მას შემდეგ დაკარგა, რაც ინდიან ველსის მესამე წრეში, მოულოდნელი მარცხი იწვნია.

ჰურკაჩი ნახევარფინალში ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება, რომელმაც სერბი მიომირ კეჩმანოვიჩი 6-7(5), 6-3, 7-6(5) დაამარცხა.

0.119001