ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი ინგლისის პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მარტში კეინმა პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა - ორი „ევერტონთან“, თითო-თითო „მანჩესტერთან“ და „ბრაიტონთან“.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ინგლისელი ფორვარდის ანგარიშზე პრემიერლიგაში 28 თამაში და 12 გოლია.