ფეხბურთი

14:57 | 1.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: "ტირილი მინდა იტალიის გამო და განსაკუთრებით იტალიელი ბავშვებისთვის"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო იტალიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ეს მისთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან ახსენდება მისი ბავშვობის წლები და 1978-1982 წლების მუნდიალი, როცა იტალიის ნაკრების თამაშმა მას ფეხბურთი შეაყვარა.

„იტალიის გამო ტირილი მინდა. ყველა იტალიელისთვის ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან იტალია ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მიიღებს მონაწილეობას და თუ მომდევნო ჯერზე მაინც მოიპოვებენ საგზურს, 12-წლიანი პაუზა გამოვა, რაც იტალიისთვის ძალიან დიდი დროა.

ვფიქრობ იმ ემოციებზე, როცა პატარა ვიყავი და რაც განვიცადე 1978 და 1982 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ყურებისას. ეს არის შემთხვევები, რომლებიც ამ სპორტს გაყვარებენ. ამიტომ, ვწუხვარ იტალიელი ბავშვების გამო, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და 32 გუნდი კვალიფიცირდება“, - თქვა ინფანტინომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116275